Monday, September 16, 2013

პროექტი გეოგრაფიაში

                       
პროექტი:   ,,სიცოცხლის ხე“ (ტყეების ჭრით გამოწვეული პრობლემები)
           პროექტი გათვლილია ერთ თვეზე.
პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა გაიაზრონ და გააანალიზონ ანთროპოგენული ზემოქმედების, კონკრეტულად ტყეების მასიური ჭრის მძიმე შედეგები (პრობლემის განსაზღვრა).  პრობლემას მიუდგნენ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით, ნაწილობრივ პასუხისმგებლობის გაზიარებით და წვლილი შეიტანონ პრობლემის გადაჭრაში.
საპროექტო ჯგუფში  გაერთიანებული არიან მეათე კლასის მოსწავლეები.
პროექტის ამოცანები: პრობლემის შესასწავლად და აღმოსაფხვრელად კონკრეტული დავალებების თითოეულ მოსწავლეზე განაწილება. ა)ტყეების ჩეხვით გამოწვეული უარყოფითი შედეგების იდენტიფიცირება. ბ)ტყეების განახლების გააქტიურება და მოსახლეობის ჩართვა აღნიშნულ პრობლემის მოგვარებაში.
განხორციელების გზები:
1)ტყის ჭრით გამოწვეული გეოდინამიკური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფის, ნიადაგის ეროზიის), ატმოსფეროს დაბინძურების, ლანდშაფტებისა და ფლორა-ფაუნის ცვლილების  შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება თითოეულ პრობლემაზე იმუშავებს 2-2 მოსწავლე.
2) ნერგებისა და ნერგების დამცავი საშუალებების მომზადება.
3) ნიადაგის მომზადება და სამუშაო იარაღების მომარაგება.
4) პლაკატების დამზადება: ,,ჩვენ მემკვიდრეობით კი არ გვერგო დედამიწა წინაპრებისაგან, არამედ ,,ვისესხეთ“ იგი შთამომავლობისაგან.“და ,,ვიფიქროთ გლობალურად, ვიმოქმედოთ ლოკალურად.“
პრეზენტაცია: პრეზენტაციისა და შემდეგ დებატების  მოწყობა. დებატებში ჩართული იქნებიან სკოლის მოსწავლეები მშობლები, თანასოფლელები. დებატების ორგანიზება დაევალება ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ, აქტიურ მოსწავლეებს.
 სკოლის ადმინისტრაციასთან და მშობლებთან შეთანხმებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიის  ნარგავებით განაშენიანება.
მოსალოდნელი შედეგები:  თანასოფლელების დახმარებით  მსგავსი საქმიანობის სოფლის მასშტაბით გაშლა.  (ეს აქტივობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს). მოსწავლეები ისწავლიან გარემოზე პასუხისმგებლობას, გლობალურ აზროვნებას, პრეზენტაციას, დისკუსიას, თანამშრომლობას.
სარგებელი სხვებისათვის: გაიგებენ უფრო მეტს ადამიანის ბუნების მიმართ უდიერი ქმედებების, და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. გაიგებენ რომ არ არსებობს ბუნების მიმართ სხვისი დანაშაული, რომ ყველამ ერთად უნდა იზრუნოს ბუნებაზე.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
ფასილიტატორი: თამარ გეგუჩაძე


No comments:

Post a Comment